"ყველაფერი შესაძლებელია" - ადვოკატი ღარიბაშვილის შესაძლო შეწყალებაზე
ღარიბაშვილს აქვს ყველა ის უფლება, რაც აქვს ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის შეწყალების - ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა "პირველების" შესაბამის კითხვას, მიმართავს თუ არა ექსპრემიერი მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით.
როგორც ყველა პატიმარს, როგორც ყველა ბრალდებულს, მასაც აქვს უფლებები, უდოზე ანუ ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე, შეწყალებაზეც, ყველაფერზე...
ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ რა ვიცი, რაღა უნდა შეიწყალოს, დაიჭირეს ადამიანი, 5 წელი უნდა იჯდეს, არ ვიცი მომავალში რა მოხდება...“- განაცხადა შაყულაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ღარიბაშვილს ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა.