პროკურორი განმარტავს, რა გახდა ღარიბაშვილისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი
ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახისთვის, ქონების სახით, ღვინის ქარხნის ჩამორთმევა დღის წესრიგში არ დგას - განცხადება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის პროკურორმა, ნათია თათიაშვილმა გააკეთა.
პროკურორი ამბობს, რომ 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის გარდა, "ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერს დანაშაულის საქმიანობის შედეგად მიღებული ქონება ჩამოერთმევა, ასევე მოუწევს ერთი მილიონი ლარის ჯარიმის გადახდაც.
ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ 194-ე მუხლის, მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
[ჯარიმის გადახდის] დრო განსაზღვრული არ არის, ამაზე კონტროლს აღსრულების ეროვნული ბიურო აწარმოებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლო პროცესზე აღიარა ჩადენილი დანაშაული. სწორედ ეს გახდა მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი. იგი დაეთანხმა წარდგენილ პირობებს და შესაბამისად, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება“, - განაცხადა თათიაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.