მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გელა ხასაია პატიმრობაში დატოვა

12.01.26 17:49
მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გელა ხასაია პატიმრობაში დატოვა

სამოქალაქო აქტივისტი, გელა ხასაია პატიმრობაში დატოვეს - გადაწტვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა. პატმრობაში დარჩა საქმეზე მეორე ბრალდებულიც - ვასილ ქერდიყოშვილიც.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ. მათ შორის, გელა ხასაიას დამკავებელი პოლიციელი, რომელმაც აღიარა, რომ სამოქალაქო აქტივისტი საგამოძიებო უწყებაში თავისით არ მისულა, ის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს და ამის შემდეგ გადაყვანეს გამოკითხვაზე. 

დადასტურდა ის, რასაცა მთელი ამ დროის განმავლობაში ვამტკიცებდით, რომ გელა ხასაია არც ნებაყოფლობით გამოცხადებულა პოლიციის განყოფილებაში და მითუმეტეს ეს არ მომხდარა 30 სექტემბერს, როგორც ამაზე პოლიცია აპელირებდა, ის იძულებით იქნა მიყვანილი ხუდადოვის ქუჩიდან. გამომძიებელმა ფაქტობრივად აღიარა, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ გელა ხასაია, მის საცხოვრებელ სახლთან, 10 საათზე, 29 სექტემბერს და არა 30 სექტემბერს იქნა დაკავებული და მიყვანილი იქნა იძულებით პოლიციის განყოფილებაში. 

ასევე, ცალკეულ შემთხვევებში არადამაჯერებელი იყო კონკრეტული გამომძიებელი, არადამაჯერებელი იყო იმ ნაწილში, რომ ამ ადამიანმა განაცხადა, რომ გელა ხასაიას ეძებდნენ შემთხვევის დღიდან მოყოლებული, საუბარია პირველ სექტემბერზე და სრულიად შემთხვევით მიაკვლიეს ხუდადოვის ქუჩაზე 29 სექტემბერს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს," - განაცხადა ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ. 

პროკურატურა ორივე მათგანს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავება.

ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ 2025 წლის 1 სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს დაზარალებულს - რამაზ ჩადუნელს.