ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხიდან წერილს აქვეყნებს და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას ეხმიანება.
მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, "სინამდვილეში საქმე გვაქვს ივანიშვილის მორიგ უსამართლობასთან".
მე პიჯაკების საქმეზე 8 მილიონ 400 ათასი ლარის, ე.ი. 3 მილიონი $-ის "გაფლანგვას" მედავებოდნენ. არა მითვისებას, არამედ სწორედ რომ "გაფლანგვას" - ოფიციალურ ხარჯებს ოფიციალურ ვიზიტებზე და ქილერი ფარცხალაძის შეკერილი საქმით 9 წელი მომისაჯეს.
ღარიბაშვილს პირადად მითვისებული 6 მილიონი დოლარი სახლში უპოვეს და მხოლოდ 5 წელი მისცეს, ისიც დარწმუნებული ვარ ძალიან მალე გარეთ გააგდებენ.
ვისაც ღარიბაშვილის ასე ჩასმა გაგიხარდათ, ვერ ხართ ვერაფერში გარკვეულები. სინამდვილეში საქმე გვაქვს ივანიშვილის მორიგ უსამართლობასთან," - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ღარიბაშვილს ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა.