ხალხის ფული ჩინოვნიკების პიარში - ვინ არის თანხის, სავარაუდოდ, არამიზნობრივ ხარჯვაში მხილებული

12.01.26 21:10
ხალხის ფული ჩინოვნიკების პიარში - ვინ არის თანხის, სავარაუდოდ, არამიზნობრივ ხარჯვაში მხილებული

"დასპონსორებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ" - ამ წარწერას ხშირად შეხვდებით გიორგი ჯინჭარაძის Facebook გვერდზე. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე, ხალხის ფულს ხარჯავს, რომ მისი ეს ლოგო Facebook-ზე უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს. არის თუ არა ეს მიზნობრივი ხარჯვა, როდესაც დევნილების ფული, კონკრეტული ჩინოვნიკის პიარისთვის იხარჯება.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ფული გადაიხადა, რომ სოციალურ ქსელში მეტ ადამიანს ენახა როგორ იმყოფებოდა სალოცავად ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. რას ემსახურება ასეთ პოსტებში ხალის ფულის გახადა, ის ვინც წლებია ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობას აკვირდება ამბობს, რომ ახსნის მოძებნა შეუძლებელია.

აფხაზეთიდან დევნილების ნაწილი 45-ლარიანი შემწეობის გაზრდას და საცხოვრისით დროულად დაკმაყოფილებას წლებია ითხოვენ - ამიტომ, თვლიან, რომ ფულს მთავრობის ხელმძღვანელი არამიზნობრივად ხარჯავს.

"ქართული ოცნება" ხალხის ფულით Facebook რეკლამას ამართლებს - ამტკიცებენ, რომ თუ გიორგი ჯინჭარაძის დასპონსორებულ ფოტოს ენგურს გადაღმა ნახავენ ეს ადამიანებს დააფიქრებს.

დეტალები ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში