12-ის ნაცვლად 5 წელი ციხეში - ღარიბაშვილი რუსთავის ციხის ბინადარი გახდა
მსჯავრდებული ირაკლი ღარიბაშვილი, უკვე რუსთავის ციხის სამარტოო საკანშია მოთავსებული - ციხეში 12 წლის ნაცვლად ის 5 წელს გაატარებს. ეს საპროცესო გარიგება პროკურატურას თავად ღარიბაშვილმა შესთავაზა. დამატებით დათანხმდა მილიონიანი ჯარიმის გადახდას და მისი სახლიდან ამოღებული ექვს ნახევარი მილიონი დოლარის ბიუჯეტისთვის გადახდას. ამ ყველაფერთან ერთად ღარიბაშვილმა აღიარა, რომ როდესაც პრემიერი იყო იღებდა უკანონო შემოსავლებს, რასაც მალავდა და დეკლარაციაში არ წერდა.
ღარიბაშვილთან შეთანხმების გაფორმება, სრულიად საიდუმლოდ, დღეს, დილის 10 საათიდან დაიწყო, ამ დროს ამ ამბავს პროკურატურაც და მისი ადვოკატებიც მალავდნენ. პროცესი სამ საათზე დაიწყო და 20 წუთში ისე დასრულდა, ღარიბაშვილი თვალით არავის უნახავს. სასამრთლოში უკანა კარიდან მისი ჯიპით შეიყვანეს და ციხეში ამავე გზით გადაიყვანეს. საზოგადოების მაღალი ინტერესის მიუხედავად სხდომის შესახებ მედიას დაუმალეს. როგორც ჩანს ეს ღარიბაშვილის პირობა იყო, არავის ენახა როგორ დაადეს ხელბორკილი სასამრთლოს დარბაზში.
ვინ დაადო ხელი ღარიბაშვილის - პროკურორმა დღეს დაადასტურა, რომ ექს პრემიერის წინააღმდეგ საქმეში არაერთი ჩვენება დევს, თუმცა ვისი ამას საიდუმლო ტოვებენ.
ადვოკატი ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილს ჩვენება სასჯელის 5 წლამდე შემცირების სანაცვლოდ არავის წინააღდეგ არ მიუცია და არც აპირებს პატიმრის სტატუსით ალაპარაკდეს.