როგორ ჭამს სისტემა საკუთარ თავს? - გამოხმაურებები ღარიბაშვილის დაკავების შემდეგ

12.01.26 20:16
როგორ ჭამს სისტემა საკუთარ თავს? - გამოხმაურებები ღარიბაშვილის დაკავების შემდეგ

ერთდროს ივანიშვილის რჩეული, ორგზის მთავრობის მეთაური, სხვადასხვა დროს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრი ახლა "ქართული ოცნების" პირველი მაღალჩინოსანია, ვინც ოფიციალურად მსჯავრდებულია და რუსთავის ციხეშია გადაყვანილი.

არც პატრიოტიზმი და არც მართლმადიდებლობა ღარიბაშვილისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ყოფილი პრემიერის ბოლო, რომ რუსთავის ციხის საკანი იყო, ეს ეჭვი უკვე 4 დღის წინ გაჩნდა, როცა მისმა მეუღლემ ნანუკა თამაზაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის და ბიძინა ივანიშვილის ფოტო პატრიარქთან გადაღებული ფოტოთი შეცვალა. როგორც ჩანს, 4 დღის წინ ირაკლი ღარიბაშვილის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და გრიგოლ ლილუაშვილის მსგავსად ყოფილი პრემიერიც ღმერთის ნებას მიენდო.

სიმბოლურია, რომ ირაკლი ღარიბაშვილიც და გრიგოლ ლილუაშვილიც დღეს იმავე ციხეში იმყოფებიან გისოსებს, სადაც მათ ყოფილი პრეზიდენტი 5 წლის წინ გამოამწყვდიეს. რა ხდება "ქართულ ოცნებაში" და რატომ გამოუწერა ბიძინა ივანიშვილმა ყოფილ რჩეულს ვადაზე ადრე ციხის საგზური - ისინი, ვინც ივანიშვილის სვლებს კარგად იცნობენ, ფიქრობენ, რომ ღარიბაშვილმა ივანიშვილს თანამდებობაზე ნაშოვნი დიდი ფული ბოლომდე არ დაუბრუნა და შესაბამისად 5-წლიანი ციხის ვერდიქტით ყოფილ რჩეულს პირადად ოლიგარქმა გამოუტანა.

ყოფილი "მეოცნებეების" აზრით, ივანიშვილმა ერთ დროს ყველაზე სანდო კაცი ბოლომდე გაწირა, დაამცირა, საპროცესო შეთანხმებაზე ხელი მოაწერინა და 5 წლით გისოსებში გამოკეტა. ყველა ფიქრობს, რომ ყველაფერი კობახიძე-მდინარაძის ნამოქმედარი და კარგად დამუშავებული გეგმის ფინალია.

რით დაემუქრნენ და რის სანაცვლოდ მიიღო საპროცესო შეთანხმებაზე წასვლის გადაწყვეტილება ღარიბაშვილმა?

დეტალურად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში