"რეჟიმი პოზიციებს კარგავს" - სალომე ზურაბიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას ეხმიანება და წერს, რომ "რეჟიმი პოზიციებს კარგავს".
სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ "ტერორი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის შემდეგ, ახლა მმართველ ელიტასაც აღწევს".
ტერორი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის შემდეგ, ახლა მმართველ ელიტასაც აღწევს: მინისტრები (თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, ეკონომიკის) ციხეებში არიან! ყოფილ პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრ ღარიბაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რეჟიმი პოზიციებს კარგავს!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ღარიბაშვილს ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა.