ღარიბაშვილის ადვოკატი შესაძლო ღალატის შესახებ დასმულ კითხვას პასუხობს

13.01.26 11:15
ღარიბაშვილის ადვოკატი შესაძლო ღალატის შესახებ დასმულ კითხვას პასუხობს

 

 

მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრვი კონსულტაციები იწყება - ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან რუსთავის ციხეში მისი ადვოკატი შევიდა. 

ამირან გიგუაშვილს საპატიმროში შესვლამდე "პირველები" ესაუბრა და ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ადგილი ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ შესაძლო ღალატს, რაზეც გავრცელებულ განცხადებებში ყოფილი პრემიერის ახლობლები მიანიშნებენ.

მე არ მაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ რაიმე ღალატს ჰქონდა ადგილი ან რაიმე მსგავსს. ეს (ახლობლებისგან) ალბათ ემოციების ნაწილია. ამაზე მე ახლა არ შემიძლია რაიმე კონკრეტული კომენტარის გაკეთება. რა თქმა უნდა, ის გარემოება, რომ ადამიანი მოხვდება სასჯელაღსრულებსი დაწესებულებაშ, ცხადია ოჯახისთვის გულდასაწყვეტი იქნება, ეს ლოგიკურია. დანარჩენს, მე ვნახავ ბატონ ირაკლი, გავესაუბრები.

ახლა ვაპირებ რომ შევხდე ბატონ ირაკლის. გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რაც იმას ნიშნავს, რომ მან აღიარა ის ბრალი, რაც წარდგენილი ჰქონდა. შესაბამისად, მიმდინარეობს სასჯელაღსრულების ეტაპი და ჩვენ, ადვოკატებს გვაქვს ვალდებულება, რომ დავიცვათ მისი ინტერესები", - ამბობს ადვოკატი. 

"პირველების" ჟურნალისტმა უკვე მსჯავრდებული ყოფილი პრემიერის ადვოკატს ასევე ჰკითხა, ხომ არ ემუქრებოდნენ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალის წაყენებით, რაზეც ამირან გიგუაშვილმა განაცხადა, რომ ამ სახის ინფორმაციას არ ფლობს. 

მე არ მაქვს ასეთი ინფორმაცია, არანაირი მსგავსი მინიშნებაც კი არ ყოფილა. არ (ჟურნალისტი - სხვა საკითხზე მის გამოკითხვას ხომა რ აპირებდნენ) მაქვს მსგავსი ინფორმაცია და არც რაიმე საფუძველი ამ ტიპის განცხადების გაკეთების. მან მისცა ჩვენება იმ ბრალთან დაკავშირებით, რომელიც მას აქვს წარდგენილი, თუმცა მას რაიმე ჩვენება ვინმეს წინააღმდეგ ან სხვა საქმესთან დაკავშირებით არ მიუცია, რადგან მსგავსი საფუძველი არ არსებობდა და არც კითხვა არ დასმულა ასეთი", - აცხადებს ადვოკატი. 

ასევე ნახეთ:

პირველი ღამე რუსთავის ციხეში - ირაკლი ღარიბაშვილი იმავე პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს, სადაც სასჯელს მიხეილ სააკაშილი, ნიკა გვარამია, გიორგი ვაშაძე და სხვა პოლიტკოსები იხდიან. ორგზის ექსპრემიერი, თვადცვის და შინაგან საქმეთა ექს მინისტრი და ერთ დროს ბიძინა ივანიშვილის ყველაზე სანდო კაცი 5 წლიან სასჯელს სამარტოო საკანში მოიხდის.

  • ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ღარიბაშვილს ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა.