ირაკლი ზარქუა პარლამენტში გამოჩნდა - "ოცნების" დეპუტატის პირველი კომენტარი სკანდალურ ფოტოზე
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო-კადრების შემდეგ "ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა პარლამენტში გამოჩნდა.
მმართველი პარტიის წევრმა მონაკოში გადაღებულ კადრებზე მხოლდ ერთი წინადადება თქვა თან ისე, რომ ავტომობილიდან ბოლომდე არც კი გადმოსულა:
„დამდეგ ახალ წელს გილოცავთ, მონაკოში ვიმყოფები და სამწუხაროდ, კომენტარს ვერ მოგცემთ. აბა, მაგრად იყავით“ -თქვა „ოცნების“ წევრმა პარლამენტის ეზოში ჟურნალისტებთან საუბრისას.
გუშინ გამოცემა Carspotter Daily Monaco-მ გამოაქვეყნა ვიდეო მონაკოდან, სადაც „ოცნების“ დეპუტატი გამოჩნდა. გუშინ ღამით, დეპუტატმა ზარქუამ საგანგებო განცხადებაც გაავრტცელა და თქვა, რომ ის თბილისში იმყოფებოდა.
ზარქუა აღნიშნულს, მის წინააღმდეგ „შავი პიარის" მცდელობას უწოდებს და ამტკიცებს, რომ კადრები ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი.