დუმილი - ღარიბაშვილის მთავარი სათქმელი ციხიდან
დუმილი - ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის მთვარი სათქმელი ციხიდან. ყოფილ პრემიერთან კონსულტაციებისთვის რუსთავის ციხეში შესულმა ადვოკატმა, პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ "პირველებს" უთხრა, რომ ყოფილ მაღალჩინოსანს საზოგადოებისთვის არანაირი გზავნილი არ აქვს.
ამირან გიგუაშვილის თქმით, ყოფილი პრემიერი ახლა ციხის შიდა საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას და გადაწყვეტას ელოდება.
იგი არის მხნედ და იმყოფება იგივე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ნებისმიერი სხვა პირი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ჩვენ ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებზე, რაიმე კონკრეტული გზავნილი ან მესიჯი, მით უფრო საზოგადოებისთვის გადასაცემად მას არ დაუბარებია, თორემ აუცილებლად გადმოგცემდით. ველოდებით იმ პროცედურების გავლას, რაც მსგავსი ტიპის პატიმარს ახასიათებს - ვგულისხმობთ პირველაიდ საკითხების გადაწყვეტას. დამოკიდებულება მის მიმართ არის ისეთი, როგორიც სხვა პატიმრებთან მიმართებით. ყველაფერი დადგენილი წესით და რეგლამენტით განხორციელდა. ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო პირველადი საჭიროებების მოგვარებას და გადაწყვეტას ელოდება, რაც დადგენილი წესით შესაბამისად მიმდინარეობს.
კითხვაზე თუ რატომ შევიდა ირაკლი ღარიბაშვილი ციხეში ერთი თვით ადრე, როდესაც სასამართლო პროცესი 12 თებერვალს ჰქონდა ჩანიშნული - ადვოკატი ამბობს, რომ "რაც ადრე შევიდოდა, მით ადრე მოხდებოდა სასჯელის მოხდა".
ბრალდებულისთვის ცხადია, რომ ის საპატიმრო სასჯელს მოიხდის. ლოგიკაც არის იმაში, რომ რაც ადრე შევა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ადრე დაიწყებს სასჯელის მოხდას, ადრე დატოვებს მას.
როდესაც მოხდა პოზიციების შეჯერება ბრალდების მხარესთან, მაშინ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. ესეც დადგენილიი წესია და ბევრ სხვა საქმეში მსგავსი პრაქტიკა არსებობს, მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკება მხარეებს შორის, შედგება შეთანხმება და შესაბამისად", - განაცხადა ადვოკატმა.
"პირველებმა" ამირან გიგუაშვილს ასევე ჰკითხა, თუ რატომ არ შევიდა ყოფილი პრემიერი ხანგრძლივ სასამართლო დავაში, რასაც ყოფილი პრემიერის ახლობლები გავრცელებულ პოსტებში მიუთითებენ:
ამაზე არ მისაუბრია, ეს კითხვები ლექსოს (თამაზაშვილი) უნდა დაუსვათ. აქ მთალად მარტო ასე არ იყო, შეიძლებოდა გამართლებულიყო ან შეიძლება არ გამართლებულიყო. მე ვფიქრობ, რომ ოჯახისათვის, ისე, როგორც ყველა იმ გულშემატკივარისთვის ეს ყველაფერი ემოციებთან არის მათ შორის დაკავშირებული და ეს მათ უნდა დაუსვათ.
მე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა და ჩემმა კოლეგებმა მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ. ეს არის მისი გადაყწვტილება, ჩვენ როგორც ადვოკატები ვალდებულები ვართ, რომ დავემორჩილოთ იმ გადაწყვეტილებას და მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც გამომდინარეობს მისი შეხედულებიდან და მისთვის საუკეთესო ინტერესების დაცვასთან. ჩვენ ვხელმძრვანელობთ ყოველთვის ჩვენი კლიენტების ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა ადვოკატმა.
ყოფილ პრემიერს გუშინ პირველი ღამე ჰქონდა რუსთავის ციხეში - ირაკლი ღარიბაშვილი იმავე პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს, სადაც სასჯელს მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, გიორგი ვაშაძე და სხვა პოლიტკოსები იხდიან. ორგზის ექსპრემიერი, თვადცვის და შინაგან საქმეთა ექს მინისტრი და ერთ დროს ბიძინა ივანიშვილის ყველაზე სანდო კაცი 5 წლიან სასჯელს სამარტოო საკანში მოიხდის.
- ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ღარიბაშვილს ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა.