"ოცნების" დეპუტატი ჟურნალისტს: "კაი, თუ ძმა ხარ!"
"კაი, თუ ძმა ხარ!" - ასე პასუხობს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი "პირველების" ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც ირაკლი ზარქუას მონაკოში სავარაუდო ვოიაჟს უკავშირდება.
რა ვქნა? მე რა ვქნა? ერთ ისტორიას მოგიყვებით, რუსულ ენაზეა ოღონდ... რამე უფრო სერიოზულ კითხვას თუ დამისვამთ, პასუხს გაგცემთ. კარგი, თუ ძმა ხარ, - ამბობს ქადაგიშვილი.
რაც შეეხება ზარქუას განცხადებას, რომ კადრები ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი, ქადაგიშვილი აცხადებს: "სამწუხაროა, რომ ხელოვნური ინტელექტი ყოფილა..."
გუშინ გამოცემა Carspotter Daily Monaco-მ გამოაქვეყნა ვიდეო მონაკოდან, სადაც „ოცნების“ დეპუტატი გამოჩნდა. გუშინ ღამით, დეპუტატმა ზარქუამ საგანგებო განცხადებაც გაავრცელა და თქვა, რომ ის თბილისში იმყოფებოდა.
ზარქუა აღნიშნულს, მის წინააღმდეგ „შავი პიარის" მცდელობას უწოდებს და ამტკიცებს, რომ კადრები ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი.