პოლიციელებს უხაროდათ სისხლი რომ მდიოდა, წინა მოსამართლეს ვუთხარი, წამების მსხვერპლი ვარ-თქო და რა ქენით? - ელისაშვილი მოსამართლეს

13.01.26 14:11
პოლიციელებს უხაროდათ სისხლი რომ მდიოდა, წინა მოსამართლეს ვუთხარი, წამების მსხვერპლი ვარ-თქო და რა ქენით? - ელისაშვილი მოსამართლეს

ალეკო ელისაშვილი მოსამართლე მზია გარშაულაშვილს მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე უყვება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სხომათა დარბაზში ამბობს, რომ ბორკილები ისე ჰქონდა დიდი ხნის განმავლობაში მოჭერილი, რომ დღემდე შრამები ეტყობა. 

პოლიციელებს უხაროდათ სისხლი რომ მდიოდა, წინა მოსამართლეს ვუთხარი, წამების მსხვერპლი ვარ-თქო და რა ქენით? - ჰკითხა ელისაშვილმა მოსამართლე გარაშაულაშვილს. 

პოლიტიკსომა თქვა, რომ სასამართლოს კანცელარიასთან 20 პოლიციელი ურტყამდა, რომელთა შორის ერთ-ერთი ზაქრო ჩოხელი იყო. 

შრამები დამრჩა ბორკილებისგან. პოლიციელებს უხაროდათ სისხლი რომ მომდიოდა. კი დამკითხეს, მაგრამ რა ქნეს მერე, გამოკითხული ვარ, ვერ გაარკვიეს ვინაა ეგ შოთა?

ვეუბნებოდი ხელი გამიხსენით-თქო, 4 საათი. ვიყავი ასე, შემუმსუბუქეთ მაინც-თქო, მაგრამ თქვენი სამართალი არ გაიშვა. წინა მოსამართლეს ვუთხარი,  წამების მსხვერპლი ვარ-თქო და მერე რა ქენით?

კანცელარიასთან 20 პოლიციელი მირტყავდა, ზაქრო ჩოხელი ამოვიცანით, ვთქვით და რა... თქვეს იციი ვერ ამოვიცანითო. 2 წელი გავიდა არ ვიცი ეგ ზღაპრები გჯერათ თუ არა - არ გიცნობთ არ ვიცი. მცემეს და აი ბუზი არ აუფრინდათ ბუზი. შობაა ახალ წელს გილოცავთ", -განაცხადა ელისაშვილმა. 

საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე მზია გარშაულაშვილი მისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე მსჯელობს. 

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა ელისაშვილი წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.