ელისაშვილი მოსამართლეს: ჩვენი აღზრდა გინდა, თუ რატომ ჩამოუარე ყველას?

13.01.26 14:07
ელისაშვილი მოსამართლეს: ჩვენი აღზრდა გინდა, თუ რატომ ჩამოუარე ყველას?

ჩვენი აღზრდა გინდა, თუ რატომ ჩამოუარე ყველას? - ამ სიტყვებით მიმართა ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე მზია გარშაულიშვილს, რომელმაც დარბაზში მყოფს საღეჭი რეზინის დაღეჭვის გამო შენიშვნა მისცა. 

მოსამართლემ ელისაშვილს წესრიგისკენ მოუწოდა წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომათა დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა. 

„მართლა? შემაშინეთ! საქმეს მიხედეთ რა!“ - მიმართა მოსამართლეს ელისაშვილმა.

ამის შემდეგ პოლიტიკოსის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა მოსამართლის აცილება მოითხოვა.

საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე მზია გარშაულაშვილი მისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე მსჯელობს. 

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა ელისაშვილი წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.