საქართველო რუსულ გაზზე სულ უფრო დამოკიდებული ხდება
საქართველო რუსულ გაზზე სულ უფრო დამოკიდებული ხდება. მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსული გაზის მიწოდება ჩვენს ქვეყნაში 40.4 %-ით გაიზარდა. მონაცემებს რუსული "გაზპრომი" აქვეყნებს.
რუსულმა ენერგოგიგანტმა საკუთარ Telegram-არხზე ასევე დაწერა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში, გაზის მიწოდება 22.2%-ით გაზარდა. მან ასევე აღნიშნა, რომ „აგრძელებს ახლო საზღვარგარეთში გაზის საიმედო მიწოდებას“.
ამავე ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს გაზპრომმა ისტორიაში პირველად ჩინეთს უფრო მეტი გაზი მიაწოდა, ვიდრე ევროპას. წინასწარი მონაცემებით, ჩინეთში ექსპორტმა 38.8 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 24.8%-ით მეტია.
შეგახსენებთ, რომ გაზპრომი საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება. კომპანიაზე სანქციები დაწესებული აქვთ აშშ-ს, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს