"ღარიბაშვილმა რისკები გათვალა, მეტი სიბინძურის ამოყრა არავისთვის იქნებოდა სასურველი" - წილოსანი

13.01.26 15:17
"ღარიბაშვილმა რისკები გათვალა,  მეტი სიბინძურის ამოყრა არავისთვის იქნებოდა სასურველი" - წილოსანი

 

 

"ქართული ოცნების" პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის შეფასებით, ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გამოძიებასთან ითანამშრომლა და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ციხეში წავიდა. 

მისი თქმით, ღარიბაშვილმა "რისკები გათვლა" - "უფრო მეტი სიბინძურის ამოყრა ალბათ არავისთვის არ იქნებოდა სასურველი".

ნინო წილოსანი აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესებზე მოწმეების დაკითხვა და დეტალების გასაჯაროვება "თავისთავად უკვე მეტ სიბინძურეს ქმნის". 

რა თქმა უნდა, ოჯახის წვერები იქნებიან ნაწყენები და ეს ბუნებრივია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, როდესაც ითანამშრომლა გამოძიებასთან. რა თქმა უნდა, ეს ყველა რისკები მან გათვალა და უფრო მეტი სიბინძურის ამოყრა ალბათ არავისთვის არ იქნებოდა სასურველი, მათ შორის სასამართლო პროცესები ალბათ სწორედ ამას უზრუნველყოფს, უამრავი მოწმე იკითხება, უამრავი ფაქტი საჯაროვდება და ალბათ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიიღო მან გადაწყვეტილება. იცით რა, დეტალები თავისთავად უკვე მეტ სიბინძურეს ქმნის," - განაცხადა ნინო წილოსანმა. 

  • ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ღარიბაშვილს ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა.