უცნაურია, ღარიბაშვილის სასამართლო არ გვანახეს, დაკავება არ გვანახეს, ციხეში შესახლება არ გვანახეს - ჟორჟოლიანი

13.01.26 16:52
უცნაურია, ღარიბაშვილის სასამართლო არ გვანახეს, დაკავება არ გვანახეს, ციხეში შესახლება არ გვანახეს - ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი უცნაურს უწოდებს იმ ფაქტს, რომ საზოგადოებას არც ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო უნახავს, არც დაკავება და არც ციხეში შესახლება. 

ამის მამტკიცებელი არცერთი ფოტო თუ ვიდეოკადრი ამ ეტაპზე არ არსებობს. 

ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი არ გვანახეს, დაკავება არ გვანახეს, ციხეში შესახლება არ გვანახეს. 

 რა უცნაური ამბავია:)"- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი. 

  • ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ღარიბაშვილს ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა.