ნუასედასა და ყველა ლიეტუველ მეგობარს: საქართველოს ახსოვს ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის - ზურაბიშვილი

13.01.26 17:52
ნუასედასა და ყველა ლიეტუველ მეგობარს: საქართველოს ახსოვს ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის - ზურაბიშვილი

გიტანას ნუასედასა და ყველა ლიეტუველ მეგობარს: საქართველოს ახსოვს ჩვენი პარალელული გზა და ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ლიეტუვის თავისუფლების დამცველთა დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.

„გიტანას ნუასედასა და ყველა ლიეტუველ მეგობარს: საქართველოს ახსოვს ჩვენი პარალელული გზა და ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის! 13 იანვარი არასდროს უნდა დაგვავიწყდეს!“, - წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი X-ზე.