რას ამბობენ "ოცნებაში" რუსეთიდან ქებაზე - პირველი შეფასებები

22.10.26 19:11
რას ამბობენ "ოცნებაში" რუსეთიდან ქებაზე - პირველი შეფასებები

"ქართულ ოცნებას" რუსეთის ქება დისკომფორტს არ უქმნის - დღეს "პირველებმა" დასვა კითხვა, რა რეაქცია ჰქონდათ პარტიაში,  მას შემდეგ, რაც დუმის დეპუტატმა, ზატულინმა კობახიძის გადაწყვეტილება ღიად მოიწონა რუსეთში საქართველოდან სპეც-წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ.

ირაკლი ჭეიშვილი კონსტანტინ ზატულინის მსგავსად პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებას იწონებს. 

"როგორც ევროკავშირს ვესაუბრებით რიგ საკითხებზე, მათ შორის რუსეთთანაც შეგვიძლია ჩვენ საუბარი" - თქვა ჭეიშვილმა. 

ჩვენ აბსოლიტურად დაველაპარაკებით ყველას, მათ შორის რუსეთსაც, ჩვენ აფხაზეთთან და ოსეთთან დაკავშირებით. ისინი ამ კონკრეტულ ნაწილში უკან დაიხევიან. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებაა შესაბამისად და მე ვფიქრობ, რომ სწორი ნაბიჯია, აბსოლუტურად. როგორც ევროკავშირს ვესაუბრებით რიგ საკითხებზე, მათ შორის რუსეთთანაც შეგვიძლია ჩვენ საუბარი. იმ შემთხვევაში ვამბობ, თუ დაიწყებენ ისინი საუბარს იმაზე, რომ აფხაზეთი და ოსეთი უნდა იყოს საქართველოს შემადგენლობაში. ამ შემთხვევაში ეს წარმომდგენლის გარეშე ესეთი პროცესები ვერ ხდება და არ ხდება, - აცხდებს ჭეიშვილი. 

იგივე შეფასება გააკეთა "ოცნების" კიდევ ერთმა წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა. 

ჩვენ გვჭირდება, ყველა ვითარებაში, გარკვეული კომუნიკაციის არხის ქონა რუსეთის ფედერაციასთან. რუსეთთან მოლაპააკებებთან დაკავშირებით მთელი ევროპა, ამერიკა, არვიცი, ვინ აღარ არის ჩართული, ამიტომ ნურავინ ნუ გამოიშვერს თითს საქართველოსკენ იმ მიზნით, რომ საქართველოს არ შეიძლება ქონდეს კანონიერი უფლება, რომ გარკვეული იმ პოლიტიკური დონიდან გამომდინარე, რა დონეზეც დღეს, უმდაბლეს დონეზეა სქართველო-რუსეთის ურთიერთობები, გვქონდეს კომუნიკაცისს არხი.
ჩვენ საქართველოს არ გვაქ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, გამომდინარე აქედან, საქართველო, ასე ვთქვათ, აი ამ პრემიერ-წარმომადგენლად, რა დონის ჩინოვნიკს დანიშნავს ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს გადასაწყვეტი, - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი. 

“სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი” - ასე აფასებს რუსეთი, საქართველოდან სპეც წარმომადგენლის დანიშვნას. ირაკლი კობახიძის გუშინდელ ბრიფინგს რუსეთის დუმის დეპუტატი კონსტანტინ ზატულინი გამოეხმაურა.

რუსულ მედიასთან ინტერვიუში ზატულინი ამბობს, რომ ურთიერთობას ორ ქვეყანას შორის, მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე თბილისის ოფიციალური პოზიცია ართულებს.

ცნობისთვის, 21 ოქტომბერს  ირაკლი კობახიძემ თავის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა.

მსგავსი სიახლეები