კიმბერლი ლოუს სკანდალურ განცხადებას ბრალდებების ადრესატი პასუხობს

13.01.26 18:13
კიმბერლი ლოუს სკანდალურ განცხადებას ბრალდებების ადრესატი პასუხობს

კიმბერლი ლოუს ბრალდებების ადრესატი ბესო შენგელია ამტკიცებს, რომ თავის მართლება არ სურს, რადგან არ ესმის, რაში მდგომარეობს მისი დანაშაული. ამის შესახებ მან "პირველებთან" სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა.

შენგელია ამბობს, რომ ამგვარი ბრალდებებით გაკვირვებულია და არ გამორიცხავს, რომ კიმბერლი ლოუს განცხადებაც მისი დაწერილი არ იყოს. 

პირველ რიგში, თაღლითობაში თუ მადანაშაულებს, განმარტოს დანაშაული. მე ახლა თავი ვიმართლო იმაში, რაშიც ქალბატონი ლოუ მდანაშაულებს, ჩემი მხრიდან არასწორი და სისულელეც იქნება. გამიხარდებოდა მეგრელი აფესრისტი რომ დაეძახა, უფრო მხიარული სიტუცია დატრიალდებოდა. ადამიანიურად გიპასუხებთ, მე ვერ ვხვდები დაპირისპირების მიზეზს და მის ამ დამოკიდებულებას და ამ წამსაც გაკვირვებული ვარ, ისიც კი მგონია, საერთოდ, თვითონ დაწერა თუ ვინმემ დააწერინა. მე მასთან კონტაქტი არ მაქვს და საერთოდ, ვერ ვიტყვი, რომ მასთან ცუდი ურთიერთობა მაქვს, - ამბობს ბესო შენგელია. 

კიმბერლი ლოუ ამტკიცებს, რომ საქართველოში მისი სახელით თაღლითობს კაცი, რომელმაც ის საქართველოში ჩამოიყვანა.

"რესპუბლიკური პარტიის" წევრი და დონალდ ტრამპის მხარდამჭერი, ამის შესახებ  სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს