ბევრს უჭირს აღიარება, რომ ივანიშვილისთვის ბევრი რამ ჩემ გარშემო ტრიალებს- სააკაშვილი
ღარიბაშვილის მითვისებული 6 მილიონი დოლარის აღმოჩენის შემდეგ (ასი მაგდენი გადამალული აქვს) 5 წლით დააპატიმრეს და თქვეს, რომ ეს არაა სამოხელეო დანაშაული, ხოლო მე ქილერ ფარცხალაძის წაყენებული ბრალით არა მითვისების, არამედ ვითომ გაფლანგვის საქმეზე 9 წელი მომისაჯეს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
დააკვირდით, რა სასაცილო „იურიდიულ“ მანიპულაციასთან გვაქვს საქმე, - წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
სააკაშვილის თქმით, “ბიძინა ივანიშვილი ყველაზე მეტად მასში ხედავს კრიმინალური მმართველობის დასრულების და ამოძირკვის საფრთხეს“.
დააკვირდით, რა სასაცილო „იურიდიულ" მანიპულაციასთან გვაქვს საქმე. ღარიბაშვილის მითვისებული 6 მილიონი დოლარის აღმოჩენის შემდეგ (ასი მაგდენი გადამალული აქვს) 5 წლით დააპატიმრეს და თქვეს, რომ ეს არაა სამოხელეო დანაშაული, ხოლო მე ქილერ ფარცხალაძის წაყენებული ბრალით არა მითვისების, არამედ ვითომ გაფლანგვის საქმეზე 9 წელი მომისაჯეს. ეს განსხვავება იმიტომ დააფიქსირეს, რომ ღარიბაშვილის ამნისტიაში ე მანდ, შემთხვევით მეც არ მოვყვე, ესაა და ეს! რა თქმა უნდა, ბევრ „ობიექტურ დამკვირვებელს" ეს დეტალი შეუმჩნეველი დარჩება იმიტომ, რომ უჭირთ იმის აღიარება, რომ ივანიშვილისთვის ძალიან ბევრი რამე ჩემს გარშემო ტრიალებს. ის ყველაზე მეტად ჩემში ხედავს კრიმინალური მმართველობის დასრულების და ამოძირკვის საფრთხეს. ამითაცაა განპირობებული ჩემს გვერდზე ტროლ-ბოტების შემოსევა და ახალ-ახალი ბრალდებები“,-წერს სააკაშვილი.