"ოცნების" პროპაგანდა მძიმე მდგომარეობაშია - მელაშვილი კიმებრლი ლოუს სკანდალზე
ანალიტიკოსი გიორგი მელაშვილი აცხადებს, რომ ავტორიტარული რეჟიმები საგარეო ლეგიტიმაციისთვის ხშირად იყენებენ პროპაგანდისტულ ფიგურებს, რომლებიც რეალურ გავლენას არ ფლობენ, თუმცა საჭირო ხდება იმის საჩვენებლად, თითქოს მათ დასავლეთში მხარდამჭერები ჰყავთ.
მისი შეფასებით, ამ სქემაში „ქართული ოცნების“ მიერ გამოყენებული კიმბერლი ლოუს ფიგურაც ვერ იქცა ეფექტიან ინსტრუმენტად და ივანიშვილის პარტიის მცდელობები უკვე თავად პროპაგანდის დონეზეც მარცხდება, მით უფრო მაშინ, როცა თავად ლოუ აცხადებს, რომ საქართველოში მისი სახელით თაღლითობენ.
ყველა ავტორიტარული რეჟიმი საგარეო ლეგიტიმაციისთვის ცდილობს, რომ შეიქმნან პროპაგანდისტული სურათები. ადამიანები, რომლებიც არ არსებობენ, არაფერს წარმოადგენენ, მაგრამ გამოსადეგები არიან პროპაგანდისთვის, რომ აი, ვიღაცა ამერიკელი მხარს უჭერს.
"ქართული ოცნების" შემთხვევაში ასეთი ადამიანი გახდა კიმებრლი ლოუ, რომელიც არაფერს წარმოადგენს, მის მიერ ინიცირებული ვითომ სამიტი თუ რაღაც გაუგებრობა არ განხორციელდება. "ქართული ოცნების" პროპაგანდის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ეს კომიკური მაგალითიც კი მათ გამოეცალათ ხელიდან და როგორც ჩანს, უკვე ამერიკაში ქუჩიდან აღმოჩენილი ადამიანებიც კი აღარ აპირებენ, რომ "ოცნებასთან" დაიჭირონ საქმე, - ამბობს გიორგი მელაშვილი.
კიმბერლი ლოუ ამტკიცებს, რომ საქართველოში მისი სახელით თაღლითობს კაცი, რომელმაც ის საქართველოში ჩამოიყვანა.
"რესპუბლიკური პარტიის" წევრი და დონალდ ტრამპის მხარდამჭერი, ამის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.