სრულ იზოლაციაში - ირაკლი ღარიბაშვილს ყოფილი თანაგუნდელები გაემიჯნენ

13.01.26 20:10
სრულ იზოლაციაში - ირაკლი ღარიბაშვილს ყოფილი თანაგუნდელები გაემიჯნენ

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრებას საჯაროდ მიესალმა და განაცხადა, რომ ოთხი წლის შემდეგ სამართალი, მისი შეფასებით, საბოლოოდ აღსრულდა. ტიკარაძე, რომელსაც ყოფილ პრემიერ-მინისტრთან კონფლიქტის გამო თანამდებობის დატოვება მოუწია, პასუხისმგებლობას არა სასამართლოს, არამედ ბიძინა ივანიშვილს აკისრებს, რომელსაც იგი როგორც პოლიტიკური, ისე ფაქტობრივი სამართლებრივი გადაწყვეტილებების ავტორად მიიჩნევს.

ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ "ოცნების" გუნდში ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ივანიშვილის მიერ მიიღება, რაც, მისი თქმით, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ღარიბაშვილის საქმეში.

ამ ფონზე, ღარიბაშვილის ყოფილი გარემოცვის წევრები საჯარო კომენტარებს თავს არიდებენ. მათ შორისაა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის უახლოეს პოლიტიკურ ფიგურად ითვლებოდა, თუმცა მის დასაცავად საჯარო განცხადება არ გაუკეთებია.

ყოფილი პრემიერის მხარდაჭერას თავი აარიდეს მისი კაბინეტის სხვა ყოფილმა წევრებმაც, მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობა დღეს აქტიურ პოლიტიკაში აღარ მონაწილეობს. მათ შორისაა ირაკლი ალასანია, რომელიც 2012 წელს ივანიშვილთან და ღარიბაშვილთან ერთად მოვიდა ხელისუფლებაში და მოგვიანებით თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.

ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.