საკადრო ცვლილებები სამეგრელოში - ვინ სად დანიშნეს?

14.01.26 10:52
საკადრო ცვლილებები სამეგრელოში -  ვინ სად დანიშნეს?

საკადრო ცვლილებები სამეგრელოში - სენაკის სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. აღნიშნულ პოსტზე რაკლი ბურსულაია დანიშნეს. რაც შეეხება ყოფილ უფროსს, ირაკლი ქირიას, იგი ჩხოროწყუს კრიმპოლის უფროსად გადაიყვანეს.

ჩხორიწყუს კრიმპოლის უფროსი, დათო პაპავა გადაიყვანეს, სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილედ.

ფოთის პოლიციის უფროსის ადგილზე გადაყვანილია ხობის პოლიციის უფროსი რაჯი ირემაძე. ფოთის პილიციის უფროსი, დავით ოდიშარია ჩამოაქვეითეს და უფროსის მოადგილედ დანიშნეს.

აბაშის პოლიციის უფროსი კი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამჯერად ვაკანტურია აბაშის და ხობის პოლიციის უფროსის თანამდებობები.