დიქტატორები მიდიან და არ მოდიან - სალომე ზურაბიშვილი
დიქტატორები მიდიან და არ მოდიან, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა "ევროსკოპთან" ინტერვიუში ისაუბა. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ავტორიტარული რეჟიმების მიმართ საზოგადოების მოთმენა მსოფლიოში იწურება და ხალხი უფრო აქტიურად ირჩევს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას.
ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის გადამწყვეტი მომენტია, დარჩეს დამოუკიდებელ, ევროპულ თანამეგობრობაში ინტეგრირებულ სახელმწიფოდ თუ გადაიქცეს მეზობელი რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფ კოლონიად. მისი თქმით, ქვეყნის ბედი თავად საქართველოში წყდება, ხოლო ევროპული მხარდაჭერა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტიანი, თუ საზოგადოება საკუთარ არჩევანს მკაფიოდ გააკეთებს.
დღეს მსოფლიოში დიქტატორები მიდიან, კი არ მოდიან - მიდიან. ის მოთმენა, რომ მე, რომელიმე მოქალაქე რომელიმე სახელმწიფოსი ვცხოვრობ ავტორიტარულ რეჟიმში, ვცხოვრობ დიქტატურაში და ამას შევეგუები, ეს ნაკლებად არის. ლოზუნგი, რომელიც არსებობს "ბოლომდე!" არსი რეალურად ის, რაც დევს ყველა ქართველში და რაც გვაიმედებს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ჩვენ სად გვინდა, რომ ვიყოთ, ჩვენ რა გვინდა, რომ ვიყოთ - გვინდა, რომ ვიყოთ კოლონია კიდევ ერთხელ ჩვენი უახოესი მეზობლის, იმიტომ, რომ ეს არის, რაც გველლოდება თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ და უკვე ნახევარი ფეხით ვართ შესული ამ კოლონიარულ რეჟიმში, თუ ჩვენ გვინდა, რომ გავაგრძელოთ ის რთული გზა, რომელიც მიდის ჩვენი დამოუკიდებლობის გამყარებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაყვდეს ის თანამეგობრობა, სადაც ჩენ ვიქნებით მიღებული როგორც ნაწილი ამ თანამეგობრობის. მარტო ყოფნა არ შეიძლება, სანამ რუსეთი რუსეთია და სანამ ეს რუსეთი გვყავს მეზობლად. ჩვენთან გადაწყდება ჩვენი ბედი და ევროპა იქ იქნება, სადაც საჭიროა, მაგრამ ჩვენ ნუ მოვთხოვთ მას, რომ მოიქცეს ისე, როგორც, მაგალითად, რუსეთი იქცევა, - თქვა ზურაბიშვილმა.