"ოცნების" დეპუტატი: ირანს ვუსურვებთ მშვიდობას, ირანის საზოგადოებას ვუსურვებთ დამშვიდებას
"ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებით ვუყურებთ იმ მოვლენებს, რომელიც ირანში ვითარდება. ჩვენ ირანს ვუსურვებთ მშვიდობას, ირანის საზოგადოებას ვუსურვებთ დამშვიდებას"- ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, იმ ძალადობის შეწყვეტას ისურებდა, რომელიც ხორციელდება ქვეყანაში:
ყველა პრობლემა და პრობლემატიკა უნდა მშვიდობიანი გზით გადაწყდეს, მოლაპარაკების გზით გადაწყდეს და რა თქმა უნდა, ძალმომრეობა არის სრულიად დაუშვებელი" - ამბობს ივანიშვილის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ირანში მიმდინარე მოვლენებზე.
ირანში 28 დეკემბრიდან გრძელდება მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტი, რომელიც მძიმე ეკონომიკურმა კრიზისმა, ინფლაციამ და ხელისუფლების რეპრესიებმა გამოიწვია. აქციებს თან ახლავს ძალადობრივი ჩახშობა, ინტერნეტის ბლოკირება და ათასობით ადამიანის დაკავება. საერთაშორისო მედიისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი ათიათასებს აღწევს, მაშინ როცა ირანის ხელისუფლება მნიშვნელოვნად დაბალ მაჩვენებლებს ასახელებს და ძალადობაში „ტერორისტულ ჯგუფებს“ ადანაშაულებს.
პროტესტების ფონზე თეირანი საგარეო საფრთხეებზეც საუბრობს და აშშ-ის შესაძლო სამხედრო ჩარევის წინააღმდეგ რეგიონულ ქვეყნებს მკაცრი გაფრთხილებებით მიმართავს.