ირანში ფერეიდნელი ქართველების სავარაუდო მკვლელობას სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება
ირანში ფერეიდნელი ქართველების სავარაუდო მკვლელობას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ეხმაურება. განცხადებას სალომე ზურაბიშვილი X-ზე ავრცელებს.
"მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა სამძიმარი ირანში მცხოვრები ქართველი ეთნიკური თემის მიმართ - ისპაჰანში თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვისას დაღუპულთა გამო"- დაწერა ზურაბიშვილმა.
"ირანის ქალაქ ისპაჰანში რეპრესიული რეჟიმის მიერ 20-ზე მეტი ფერეიდნელი ქართველია მოკლული" - ინფორმაციას ორგანიზაცია ფერეიდნიდან საქართველომდე ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, "ცეცხლსასროლი ჭრილობით მოკლულია დაახლოებით 70 წლის ქალი, რომელსაც ხელში თავისი მცირეწლოვანი შვილიშვილი (გოგონა) ეჭირა".