"ოცნებამ" ღარიბაშვილის გაშავების კამპანია დაიწყო - ტროლები ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ

14.01.26 20:25
"ოცნებამ" ღარიბაშვილის გაშავების კამპანია დაიწყო - ტროლები ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ

ნათი თოფურია, ნათია დვალი თუ ქსენია კოვალენკო - რეალურად ვინ არის ფეისბუქ მომხმარებელი, რომლის ციტატებითაც სამთავრობო პორტალებია გადაჭრელებული. 2 დღეა სამთავრობო მედია ე.წ ექიმს, ნათია თოფურიას ციტირებს, რომელიც ღარიბაშილს კორუმპიურებულ ნაძირალას უწოდებს, მის ოჯახს კი გაჩუმებისკენ მოუწოდებს. მითების დეტექტორმა შეისწავლა და დაადგინა, რომ სამთავრობო მედია ყოფილი პრემიერის ოჯახს არა რეალურ ადამიანს, არამედ სამთავრობო ტროლს უპირისპირებს და ამაში ფულსაც იხდის.

მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ღარიბაშვილის გასაშავებლად და მისი ოჯახის დასაშინებლად, ქართლი ოცნების პროპაგანდა ტროლებს იყენებს. მომხამრებელი ნათია თოფურიას, რომელს განცხადებაც სამთავრობო არხებმა აიტაცეს და გაავრცელეს, სოციალურ ქსელში მხოლოდ ერთი ფოტო აქვს გამოქვეყნებული, თუმცა ირკვევ,ა რომ ამ ფოტოზეც თვითონ არ არის. "მითების დეტექტორმა" გაარკვია, რომ ტროლმა თოფურიამ სურათი რუსული სოციალური ქსელიდან მოიპარა, რეალურად კი ფოტო ნათია დვალს ეკუთვნის. "ტვ პირველთან" ინტერვიუში დვალი ადასტურებს, რომ ფოტოზე ნამდვილად ისა და ღარიბაშვილზე არასდროს არაფერი დაუწერია. 

ირკვევა, რომ ნათი თოფურია რომელიც რეალურად ადამიანად გაასაღეს, ქსენია კოვალენკოს იდენტობას იპარავს, რომელიც ასევე რუსული სოციალური ქსელიდანაა. რატომ მიუქსია ქართულმა ოცნებამ ყოფილ პრემიერს ტროლების ჯარი - ეს კითხვა  ივანიშვილის პარტიის წევრებს დავუსვით.

დეტალები ნახეთ, თათია წოწონავას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები