"დიქტატორები მიდიან და არ მოდიან" - სალომე ზურაბიშვილის გზავნილები ბრიუსელიდან
დიქტატორები მიდიან და არ მოდიან - ეს არის სალომე ზურაბიშვილის გზავნილი ბრიუსელიდან. მეხუთე პრეზიდენტისთვის მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი იმის სიგნალია, თუ რა ელის ბიძინა ივანიშვილს. ევროსკოპთან ინტერვიუში ზურაბიშვილმა თქვა, რა არჩევანი აქვს ახლა საქართველოს - თუ არ იქნება ევროკავშირის წევრობა.
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში გლობალურ ევროპულ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა, ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებთან, პანელური დისკუსია „დემოკრატიის ფარი“ კი იმის სათქმელად გამოიყენა, რა უნდა გააკეთოს ევროპამ. მეხუთე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ რადგან კანდიდატის სტატუსი მოგვცეს, არც ის უნდა დაუშვან, რომ საქართველო რუსეთმა ჩაიგდოს ხელში.
საქართველოში დემოკრატული უკუსვლის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში სწორედ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლით მოექცა. ფორუმზე მეხუთე პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებს აუხსნა, რა მდგომარეობაშია ქართული დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება. მათი განადგურები კი რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის ინსტრუქციით აწყობილი ქართული ოცნება რეალურად დასუსტებულია და იმ ფონზე, როდესაც, ივანიშვილის გუნდში შიდა დაპირისპირება პიკშია, რღვევას ოცნების შიგნით ვერაფერი შეაჩერებს.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.