კობახიძის შეცვლილი რიტორიკა - "ოცნება" ირწმუნება, რომ ევროინტეგრაციის გზას მიყვება
არც თავდახმა ევროკავშირზე, არც ლანძღვა, არც კრიტიკა და არც იმის ძახილი რომ ევროგაერთინაებას დიფსთეითი მართავს. აბუ დაბის საერთაშორისო ფორუმზე, ირაკლი კობახიძემ ილაპარაკა როგორ ატარებს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირის მოთხოვნით, რომ ქვეყანა ევროგაერთანების წევრი გახდეს.
აბუ დაბის საერთაშორისო ფორუმზე ჩასული კობახიძის ლექსიკა რადიკალურად შეიცვალა. არადა ეს ის კობახიძეა, რომელმაც ჯერ ევროკავშირთან მოლაპარაკებები შეაჩერა, შემდეგ კი მთელი წლის განმავლობაში ევროკავშირს და მის ლიდერებს ქვეყნის მტრებად და დესტაბილიზაციის დამფინანსებლებად აცხადებდა. ივანიშვილის პარტიამ, რომელმაც არა მხოლოდ ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაზე, არამედ უკვე განხორციელებულ რეფორმებზეც თქვა უარი, ახლა ამტკიცებს, რომ ევროინტერგაციის გზას მიყვება.
დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.