"სადამდე უნდა ვუყუროთ უვიცები უვიცებს როგორ ატყუებენ" - სალომე ზურაბიშვილი ყაველაშვილზე
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში მიხეილ ყაველაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, დონალდ და მელანია ტრამპებმა, მას და მის მეუღლეს შობა-ახალი წელი მიულოცეს.
სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ მიხეილ ყაველაშვილი : ჩვეულებრივ სავალდებულო საპროტოკოლო მილოცვას წარმატებად ასაღებს.
სადამდე უნდა ვუყუროთ უვიცები უვიცებს როგორ ატყუებენ: ჩვეულებრივ სავალდებულო საპროტოკოლო მილოცვას წარმატებად ასაღებენ????" - წერს სალომე ზურაბიშვილი.