სასამართლო ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის არსებით განხილვას აგრძელებს

15.01.26 11:35
სასამართლო ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის არსებით განხილვას აგრძელებს

ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში გაშვების შემდეგ დღეს, საზოგადოებასთან პირველად გამოჩნდება მისი კაბინეტის ყოფილი წევრი და უახლოესი მეგობარი ჯუანშერ ბურჭულაძე. კორუფციის ბრალდებით დაკავებული ბურჭულაძე რუსთვის ციხიდან საქალაქო სასამართლოში უკვე მიიყვანეს.

ჯარის ძარცვის საქმეზე თავდაცვის ექს-მინისტრის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ პროკურატურის მტკიცებულებულებებს იკვლებენ. დღეს სავარაუდოდ, სიტყვით ისარგებლებს ბრალდებული მაღალჩინოსანიც, ამიტომ ახლა საინტერესოა იტყვის თუ არა რამეს ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ღარიბაშვილის 5 წლიან პატიმრობაზე.

დღეს გრძელდება არსებითი განხილვა. პირველ რიგში, სასამართლო პასუხს გაგვცემს წინა პროცესზე დაყენებულ შუამდგომლობაზე მტკიცებულებების დაუშვებლობის ცნობასთან დაკავშირებით. ეს შეეხებოდა ტელეფონებიდან გამოთხოვილ ინფორმაციებს, სადაც საუბარია ბრალდებულებსა და ადვოკატებს შორის კომუნიკაცია. კი არა მხოლოდ ბრალდებულებსა და ადვოკატებს შორის კომუნიკაციაა, მაგრამ ბრალდებულებსა და ადვოკატებს  შორის კომუნიკაციის ფიქსაცია, გადმოტანა და ა.შ. კანონმდებლობით დაუშვებელია. დღეს პროკურორი წარმოადგენს მოწმეებს, მოწმეები ვინ იქნებიან, არ ვიცი. კი ღარიბაშვილსი დაკავების შემდეგ შევხდი ჯუანშერ ბურჭულაძეს, მაგრამ ჩვენს საქმესტან დაკავშირებით მას კავშირი არ აქვს, ასე რომ ნაკლებად ვისაუბრეთ ამაზე", - განაცხადა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა. 

  • ბურჭულაძეს ჯარის ძარცვაში ედება ბრალი. გამოძიების მასალებით, მასთან მიდიოდა წილი ტენდერებიდან. ამ საქმეში არის ერთი მნიშველოვანი გარემოება.  ბიზნესმენი ზურაბ ტუკვაძე ამტკიცებს, რომ ბურჭულაძეს ქრთამს შუამავლის საშუალებით ღარიბაშვილთან შეთანხმებით უგზავნიდა. ტუკვაძე ჩვენებაში პირდაპირ წერს, რომ მაშინდელ პრემიერთან იყო შეთანხმებული ჯარის ფულის მოპარვა.
  • ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. 

შეგახსენებთ, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.