"ოცნება" BBC-ისგან მოითხოვს, უარყოს ინფორმაცია, რომ ხალხის დარბევის ბრძანება ივანიშვილმა გასცა

15.01.26 14:30
"ოცნება" BBC-ისგან მოითხოვს, უარყოს ინფორმაცია, რომ ხალხის დარბევის ბრძანება ივანიშვილმა გასცა

 

 

"ქართული ოცნება" BBC-ისგან მოითხოვს, უარყოს ინფორმაცია, რომ ერთი წლის წინ აქციებზე, ხალხის დარბევის ბრძანება პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილმა გასცა.

როგორც  საგანგებო ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა თქვა, ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს წერილი პარტია "ქართული ოცნების" სახელით გაეგზავნა.

BBC-ისგან პარტია საჯარო ბოდიშს და მასალების აღებას ითხოვს. 

ჩვენი საჩივრით მოთხოვნილი გვაქვს ფილმისა და მასთან დაკავშირებული მასალების აღება შესაბამისი პლატფორმებიდან.

BBC-ის მხრიდან საჯარო და მკაფიო ბოდიშის მოხდა ფაქტობრივი საფუძვლების გარეშე ვარაუდისა და მტკიცებისთვის, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიყენეს „კამიტი“. ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს იმ პირობებში, როცა შეკრებების მონაწილეები მათზე თავდასხმას არ ახორციელებდნენ.

ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ მონაწილეობდა ძალადობირვი შეკრებების დაშლის შესახებ  გადაწყვეტილებებში", - განაცხადა პაპუაშვილმა 

ამის შემდეგ, "პირველების" ჟურნალისტმა პაპუაშვილს ჰკითხა, რით დაამტკიცეს, რომ ნომბერ-დეკემბრის აქციების დროს ბიძინა ივანიშვილს მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ, ვახტანგ გომელაურთან კომუნიკაცია არ ჰქონია: 

ზოგადად მოგეხსენებათ, ის რაც არ არსებობს, რთულია ამტკიცო, რომ არ არსებობს. როგორც ევროკავშირის ელჩს უყვარს ხოლმე თქმა - მას როცა ეკითხებიან, სპილო ხარ თუ არაო, ამაზე პასუხი უჭირს, იმიტომ, რომ ამტკიცოს, რომ სპილო არ არის. ამიტომ ეს არის მთავარი არსი მტკიცების ტვირთისა, რომ უნდა ამტკიცო ის, რაც არის, არ უნდა ამტკიცო ის, რაც არ არის ", - განაცხადა პაპუაშვილმა.