ვის შეეხება სავიზო აკრძალვა?
რა ბედი ელის საქართველოს იმ ათიათასობით მოქალაქეს, ვინც შეერთებულ შტატებში არალეგალური გზებით ჩავიდა? - იურისტი ეკა ეგუტია, რომელიც ნიუ-იორკში მოქალაქეებს იურიდიულ დახმარებას უწევს, განმარტავს, რომ საიმიგრაციო ვიზის, ანუ მუდმივი ბინადრობის მოთხოვნამდე ამერიკაში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ბევრი პროცედურა აქვთ გასავლელი, თუმცა როცა საიმიგრაციო ვიზის მოთხოვნამდე მივა საქმე, სავარაუდოდ დოკუმენტის გაცემის შეზღუდვა მათაც შეეხებათ.
ის, რაც დადასტურებით ცნობილია, ამერიკის მოქალაქეზე ქორწინებით, საქართველო მოქალაქე შეერთებულ შტატებში საემიგრაციო ვიზას ამ ეტაპზე, ვიდრე შეზღუდვა ძალაშია ვეღარ მიიღებს. არადა წლების განმავლობაში ოჯახების გაერთიანების საფუძვლით ამერიკაში ლეგალური ცხოვრების უფლებას შემდეგ კი მოქალაქეობას არა ერთი ქართველი იღებდა.
ტრამპის ადმინისტრაციამ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაზე ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო. 21 იანვრიდან საიმიგრაციო ვიზის გაცემა გაურკვეველი დროით დაპაუზდება იმ ქვეყნებისთვის, ვინც ამერიკისთვის მაღალი რისკის მქონეა. ასეთი სულ 75 ქვეყანაა, მათ შორის საქართველოც, რომელიც ჩამონათვალში რუსეთის,ირანის, ავღანეთის, მონღოლეთის და სომალის გვერდით აღმოჩნდა.
შეერთებული შტატების გადაწყვეტილება არ ეხება ტურისტულ/ბიზნეს და სასწავლო ვიზებს.