კობახიძე: აეროპორტის გაფართოებისთვის ინვესტიციის სახით 150 მილიონი დოლარი ჩაიდება
ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ხელი ეწერება ფრანგულ კომპანია Groupe ADP-სთან ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, ვაზიანში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უნდა გაფართოვდეს.
მისი თქმით, აეროპორტის გაფართოებისთვის ინვესტიციის სახით 150 მილიონი დოლარი ჩაიდება. მანვე აღნიშნა, რომ Groupe ADP-ის მფლობელობაში არსებული კომპანია TAV-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მართვას დამატებით 5 წლით, 2031 წლის ბოლომდე გააგრძელებს.
ხელშეკრულების ფარგლებში, Groupe ADP-ის მფლობელობაში არსებული კომპანია TAV-ი აეროპორტის მართვას დამატებით 5 წლით, 2031 წლის ბოლომდე, ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს. აეროპორტის გაფართოებისთვის განხორციელდება 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რაც მის გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის და ამასთან ერთად, მგზავრთა მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ინვესტიცია უზრუნველყოფს მგზავრთნაკადის გაზრდას, სერვისების უწყვეტ გაუმჯობესებას, მგზავრებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას, სწრაფ და ეფექტიან ოპერაციულ პროცესებს და თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამგზავრო გამოცდილების დანერგვას. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს უცხოელ პარტნიორებს - Groupe ADP-ს და კომპანია TAV-ს საქართველოს აეროპორტების განვითარების პროცესში მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.