საარსებო მინიმუმი შეამცირეს - როგორ პასუხობს ხალხი "ოცნებას"
250 ლარი და 90 თეთრი - სახელწიფო ხალხს უმტკიცებს, რომ ეს ფული ერთ თვე თავის რჩენისთვის სავსებით საკმარისია. დეკემბერში თანხა გაზრდის ნაცვლად კიდევ უფრო შემცირდა. ოთხი ლარით და 50 თეთრით, ანუ ახლა "ქართული ოცნების" მთავრობა ამტკიცებს, რომ საჭირო საკვები პროდუქტების ყიდვა უფრო გაიაფდა წინა თვესთან შედარებით.
ხალხის პოზიცია, ვინც ყოველ დღე საკუთარ ჯიბეზე გრძნობს როგორ ძვირდება ცხოვრება, "ქართულ ოცნებას" პასუხობს და ამბობს, რომ მათ დასცინიან.
დღეს ჩვენ ქართულ ოცნების წევრებს ვკითხეთ, საკმარისია თუ არა დღეში რვა ლარი და 36 თეთრი თავის სარჩენად? კითხვები აბრაზებთ, არადა პასუხისმგებლობა მათია, სწორედ ეს დეპუტატები ამტკიცებენ მთავრობას, რომელიც ხალხის სიღარიბეზეც და გაჭირვებაზეც არიან პასუხისმგებლები.