ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვენ
მსოფლიო ბანს კითხვები "ქართული ოცნების" ლიდერთან აქვს. 4 ოქტომბრის სახალხო კრების მთავარი ორგანიზატორი ირაკლი კობახიძეს დაკითხვას ითხოვს.
ბურჭულაძის თქმით, სწორედ მან უნდა თქვას, ვისი დავალებით და ვისი შესრულებით გადაჭრეს სასახლის ღობე მოქალაქეებისთვის მახის დასაგებად. კობახიძე დიდი აქციის წინ არა ერთხელ აანონსებდა რომ იქ იქნებოდა სიურპრიზი.
ის რაზეც "ოცნებაში" არ ლაპარაკობენ, სამართლებრივი დავის საგანია. 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულ დიდი შეკრების ორგანიზატორებს. საქმის სამართლებრივ აფსურდზე დღეს განსასჯელის სკამიდან ილაპარაკა პაატა ბურჭულაძემ.
პაატა ბურჭულაძემ, რომლის მიმართვა ტელეგრამ არხით გავრცელდა, სასამართლოს უთხრა, რომ მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას თავდაცვის ყოფილ მინისტრისგანაც ითხოვენ.