სარჩელი ივანიშვილის გადასარჩენად? - რას ითხოვს "ოცნება" BBC-სგან?
"ქართული ოცნება" ხალხის წამების და მოწამვლის საქმიდან ივანიშვილის გვარის გაქრობას ყველა ხერხით ცდილობს?! - დღეს ბიძინა ივანიშვილის პარტიამ ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ოფიციალურად მიმართა, უარყოს ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ინფორმაცია, რომ ივანიშვილმა გასცა ხალხის სასტიკი მეთოდებით დარბევის ბრძანება. მოთხოვნებს შორისაა ბოდიში და ფაქტების უარყოფა, რომ თბილისში ხალხს ქიმიური ნივთიერებით წამლავდნენ.
რატომ არის ივანიშვილისთვის დიდი საფრთხე BBC-ის გამოძიება და მისი დასახლება, როგორც სასტიკი მეთოდებით დარბევის ბრძანების გამცემად. ექსპერტების თქმით, "ქართული ოცნების" დამფუძნებელს ბრიტანული სანქციების ეშინია, თუ ეს ამოქმედდება, მის ისედაც დარტყმა მიყენებულ მრავალმილიარდიან იმპერიას კიდევ უფრო მძიმე დღეში ჩააგდებს.
ქიმიური ნივთიერებით ხალხის მოწამვლაზე პასუხისმგებლობის ასარიდებლად, "ოცნებას" მტკიცებულებების წარდგენა დასჭირდება. მან უნდა დაამტკიცოს, რომ აქციების დარბევის დღეებში ივანიშივილი არ ყოფილა კავშირზე არც კობახიძესთან და არც ვახტანგ გომელაურთან. როგორ აპირებენ ამ მტკიცებულებების წარდგენას? დღეს ამ კითხვაზე პასუხის ალექსანდრე დარახველიძეს არ აღმოჩნდა, არდა სწორედ ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე სასტიკი მეთოდებით ხალხის დარბევის დროსაც.