რას შეეწირა ღარიბაშვილის თავისუფლება?
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას წინ უძღოდა ინციდენტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფას უკავშირდება - ამის შესახებ ინფორმაცია გდდ-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ინგა გრიგოლიას ეთერში გაასაჯაროვა და „საბედისწერო ქეიფის“ დეტალები გაამხილა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი თელავში, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის მიერ ორგანიზებულ სუფრაზე იმყოფებოდა, სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბიძინა ივანიშვილი შეურაცხყო. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ეპიზოდი ფარულად ჩაიწერა და ჩანაწერი მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილამდე ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის გავლით მივიდა.
გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებით, სწორედ ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ორგზის ყოფილ პრემიერ-მინისტრის თავისუფლება აღეკვეთათ. მისი თქმით, ინციდენტი გადამწყვეტი აღმოჩნდა ღარიბაშვილის საქმეში.
საბედისწერო სუფრის მონაწილეების ვინაობისა და იმის დასადგენად, ვინ უზრუნველყო ინფორმაციის გადაცემა ხელისუფლების უმაღლეს დონეზე, მედიამ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან დაკავშირება სცადა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი თქვეს ალადაშვილის მოადგილეებმაც, რომლებმაც ტელეფონზე განაცხადეს, რომ კომენტარს არ გააკეთებდნენ.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.