მოხვდებიან თუ არა სინდისის პატიმრები ყაველაშვილის შეწყალების აქტში?
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაცია შეწყალების სიის ფორმირებას ასრულებს. არსებული ინფორმაციით, ორშაბათს დილით შეწყალებულ პატიმართა გვარები პენიტენციურ დაწესებულებებს უნდა გადაეგზავნოს, რის შემდეგაც ისინი საპყრობილეები დატოვებენ.
ვინ მოხვდება სიაში, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა „პირველების“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ სინდისის პატიმრების ნაწილის გათავისუფლებას განიხილავს.
შეწყალების აქტი 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით უნდა გამოიცეს. სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი, შეეხება თუ არა შეწყალება პროევროპული აქციების იმ მონაწილეებს, რომელთაგან "ოცნების" ხელისუფლებამ, მათი მხარდამჭერების თქმით, დანაშაულის აღიარება ვერ მიიღო.
კრიტიკოსების შეფასებით, თუ ივანიშვილის გუნდს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის შემცირება სურს, პატიმრების გათავისუფლება ერთ-ერთ ეფექტურ ნაბიჯად შეიძლება იქცეს. პროევროპული აქციების მონაწილეები ამ კონტექსტში განიხილავენ ბოლო პერიოდში საპატრიარქოს გააქტიურებასაც, როდესაც მაღალი იერარქები შეწყალების თემაზე საჯაროდ საუბრობენ და პროცესში ჩართულობის მზაობას გამოხატავენ.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.