ივანიშვილი კობახიძესაც მიადგება - ეკა ბესელია

17.01.26 19:10
ივანიშვილი კობახიძესაც მიადგება - ეკა ბესელია

ეკა ბესელია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთ დრეს ირაკლი კობახიძესაც ისევე მიადგება, როგორც ირაკლი ღარიბაშვილს და გრიგოლ ლილუაშვილს მიადგა.

როგორც "მართლმსაჯულების სახლის" ხელმძღვანელმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, ინგა გრიგოლიას "დღის ამბებში" განაცხადა, ახლა ივანიშვილი ირაკლი კობახიძეს და მის დაწინაურებულ ჯგუფს ყველაზე ბინძურ და ბოროტ საქმეებს აკეთებინებს, ბოლოს კი მასაც თავიდან მოიშორებს. 

ჩვენ ახლა ვართ შიდა ომის მომსწრე. საკუთარ მოქალაქებთნა ომი გააგრძელა იმის, რომ გუნდის შიგნით დაიწყო ანგარიშსწორება. როდესაც საკუთარ მოქალაქეებთან ასეთი მეთოდებით ბრძოლას ირჩევ, შემდეგ იწყება უკვე სიგნით ეჭვიანება, შიგნით ერტი ჯგუფის გავლენის გაძლიერება მეორე და დრეს როცა გუნდის შიგნით კობახიძის ჯგუფი დაწინაურდა და დღეს აქვს მას კარტბლაში და ყველაზე ცუდ ყველაზე ბოროტ საქმეებს ახლა ამ ჯგუფს აკეთებენ და მათი ხელით ასუფთავებს შიდაარეულობას, მათაც მიადგება ივანიშვილი.

ღარიბაშვილის და ლილუაშვილის ისტორია ეს იყო ზუსტი აქცენტი, რომლებიც მდუმარედ ხვდებოდნენ სასამართლოს ხელში ჩაგდებას. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს სამართალი, რომელიც ჯალათებიი ხელში აღმოჩნდა დღეს, ყველასთან მივა - კობახიძესთანაც მივა, მოსამართლეებთანაც მივა.