ბაჩო ახალაიას წერილი "შაბათის ეთერს"

17.01.26 21:09
ბაჩო ახალაიას წერილი "შაბათის ეთერს"

 

 

დიქტატურა ხალხის მრისხანებით სრულდება - ბაჩო ახალაია რუსთავის ციხიდან "შაბათის ეთერისთვის" გამოგზავნილ წერილში წერს, რომ სწორედ ხალხის მრისხანება და მღელვარებაა ერთადერთი უპირობო რეცეპტი დიქტატურის დასასრულებლად.

მისი თქმით, დიქტატურა არ სრულდება სტანდარტული, მშვიდობიანი პოლიტიკური სცენარებით და არც ძლიერი ოპოზიცია არ არსებობს დიქტატურის პირობებში, რომელიც იმედს აძლევს ხალხს.

არ უნდა მოვიტყუოთ თავი - ეს განცდა რეალურია. მაგრამ სწორედ ამან არ უნდა დაგვაბნიოს, რადგან ეს არის მკაფიო ნიშანი იმისა, რომ ვცხოვრობთ კლასიკურ დიქტატურაში. დიქტატურის პირობებში არასოდეს არსებობს ძლიერი ოპოზიცია, რომელიც იმედს აძლევს ხალხს. პირიქით რომ იყოს და არც არსებობდეს ძლიერი ოპოზიცია, გასაგები გეგმებით და შესაძლებლობებით, დიქტატურის პირობებში ეს იქნებოდა ოქსიმერონი. დიქტატურის და ძლიერი ოპოზიციის არსებობა ერთდროულად ერთმანეთთან შეუთავსებელია. ასე იყო ყველგან და ასეა ჩვენს შემთხვევაშიც. დიქტატურა არ სრულდება სტანდარტული, მშვიდობიანი პოლიტიკური სცენარებით. ისტორიულად, ის სრულდება ხალხის მრისხანებით. საქართველოში არჩევნების ეპოქა დასრულებულია. როგორც ჩანს, დასრულებულია უბრალო, ჩვეულებრივი პროტესტის ეპოქაც. დარჩენილია ერთადერთი უპირობო რეცეპტი დიქტატურის დასასრულებლად - საერთო სახალხო მღელვარება, სახალხო მრისხანება. ეს არის გზა, რომლითაც ყველგან მთავრდება დიქტატურა" - წერს ბაჩო ახალაია.