ამბები რუსთავის ციხიდან
ექვსი დღეა ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის 12-ე ციხის ახალი ბინადარია. ის ახლა სამ სართულიანი შენობის მეორე სართულზეა შესაძლებული. ამავე სართულზე, ცალ-ცალკე სამარტოოს საკნებში სასჯელს იხდიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, სუს-ის ექს შეფი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც ციხეში სახელმწიფი უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოანი სოსო გოგაშვილი დახვდა, რომელიც თვითონ ლილუაშვილმა დააკავა.
"შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ რუსთავის 12 ციხის მეორე სართულზე ქართული ოცნების ყოფილი ჩინოვნიკები ერთმანეთის გვერდით საკნებში არ მოთავსეს, რომ არ იყოს გადაძახილები. ოცნების ჩინოვნიკები საკნებში ჭადრაკუალდ განათავსეს, ერთ საკანში ივანიშვილის მთავრობის წევრი იხდის სასჯელს, მეორეში სააკაშვილის და ასეა დერეფნის ბოლომდე.
ანონიმურ ინტერვიუში ციხის თანამშრომელი, რომელმაც ამ სისტემაში 35 წელი გაატარა "შაბათის ეთერს" უყვება, რომ საამარტოო საკნის ყველა მობინადრე, დასარეკად, სასეირნოდ ან საბანოდ სპეც გრაფიკით ისე გაჰყავთ, რომ დერეფანში ერთმანეთს თვალიც კი ვერ მოკრან.
- რუსთავის ციხეში ორ და ოთხ ადგილიანი საკნებია. სისტემაში დასაქმებული ადამიანები გვიყვებიან, რომ პრივილეგირებულ პატიმრებს ხშირად ოთხ კაციან საკანში მარტოს უშვებენ, სხვაბა მხოლოდ ფართშია.
პენიტენციური დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი რომელმაც სისტემაში 35 წელი გაატარა, "შაბათის ეთერს" ყვება, რომ ჩინოვნიკებისთვის პირველი 3-4 თვე განსაკუთრებით რთულია. ისინი კონტაქტში ციხის თანაშრომლებთან საერთოდ არ შედიან.
ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება ღამით სასწრაფოს გამოძახებაც. რუსთავის 12 - დაწესეულებიდან გვიყვებიან, რომ ორშაბთს, ღარიბაშვილის შესახლების დღეს საპატიმროს ეზში სასწარფო იყო მობილიზებული , ჩვენ არ ვიცით ეს ღარიბაშვილისთვის გამოიძახეს თუ სხვა პატიმრისთვის.