ბიძინა ივანიშვილის მიწისქვეშა ბუნკერები
ბიძინა ივანიშვილის მიწისქვეშა ბუნკერები - "შაბათის ეთერს" ინფორმატორი უყვება, რომ როგორც ყველა ოლიგარქს, ივანიშვილსაც ყველა რეზიდენციის ქვეშ ბუნკერი აქვს - ადგილი, სადაც 1 თვის განმავლობაში ოჯახთან ერთად თავის შეფარება შეუძლია.
ივანიშვილი საქართველოში, სამ ძველ და ორი ახალ რეზიდენციას ფლობს - ჭორვილა, შეკვეთილი და თბილისი, წლების წინ ააშენა აბასთუმანი და თაბორი.
- ოლიგარქის რეზიდენციების პროექტები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებ გვერდზე, სადაც თბილისში აშენებული ობიექტების პროექტებია ხელმისაწვდომი, ივანიშვილის არც ძველი და არც ახალი რეზიდენციის მაკეტები არ იძებნება.
"შაბათის ეთერმა" სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს ანზორ ჩუბინიძეს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ივანიშვილს მოთხოვნა, რომ მის ყველა რეზიდენციას უსაფრთხოების ბუნკერი ჰქონოდა.
"ეს არის ოპერატიული ინფორმაცია და რამდენჯერაც არ უნდა მკითხოთ, ვერ გეტყვით" - ამბობს ჩუბინიძე.
ამ კითხვაზე პასუხისას ჩუბინიძეს არას თქმა მარტივად შეეძლო, თუმცა მან არ უარყო, რომ ოლიგარქი, ყველა რეზიდენციაში თავიდანვე აპროექტებინებდა უსაფრთხობის ბუნკერებს, სათადარიგო გასასვლელებითა და ჰაერის ნაკადების მილსადენებით.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით კი კაცი, რომელსაც ოლიგარქი მიწისქვეშა სართულების გეგმებს ანდობდა, ახლა ქვეყნიდან არის გადახვეწილი.
ბადრი გულუა ოლიგარქმა აგენტად გამოაცხადა, რადგან წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ივანიშვილს ეჭვი ჰქონდა, რომ ბადრი გულუას საიდუმლო ბუნკერების შესახებ ინფორმაცია სააკაშვილის ხელისუფლებისთვის მიჰქონდა.
ერთ დროს ივანიშვილის ფულსა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი ახლა ისეა გამქრალი, რომ მისი მონაცემები, არც საჯარო რეესტრში და არც ამომრჩევლთა ერთაინ სიაში აღარ იძებნება. გულია საქართველოში ამ დრომდე არ დაბრუნებულა და "შაბათის ეთერის" ინფორმატორის მტკიცებით, შვილებისაც კი თურექეთის ტერიტორიაზე ნახულობს.
- ბადრი გულუას, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ და ოჯახის სიცოცხლეს ანდობდა. გულუა ოლიგარქთან შევარდნაძის უშიშროების სეპცრაზმ-ომეგადან მოხვდა. ივანიშივლი ბოლოს მას იმდენად ენდობოდა, რომ მისი რეზიდენციების მშენებლობების ზედამხედველობაც ჩააბარა და ქართუს ერთ ერთ ბოსადაც დანიშნა.
შაბათის ეთერს სარწმუნო წყარო, რომელსაც გასაგები მიზეზების გამო, საჯაროობის სურვილი არ აქვს, ეუბნება, რომ შიში, რომელიც გაქცეულ გულუას ჰქონდა, იმდენად დიდი იყო, რომ მისი ადგილსამყოფელის შესახებ, არასწორ ინფორმაციებს შეგნებულად ავრცელებდა.
მაკა ჩიხლაძის რეპორტაჟი