განვიხილეთ საზმაუს უმძიმესი მდგომარეობა - ზურაბიშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პარიზში ევროპის მაუწყებელთა კავშირის პრეზიდენტს შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, დელფინ ერნოტთან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის უმძიმესი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
ზურაბიშვილის თქმითვე, ერნოტს გადასცა საზმაუს თანამშრომლების დოკუმენტი, რომელშიც დეტალურადაა ასახული არხის მხრიდან ყველა დარღვევა.
პარიზში, ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) პრეზიდენტთან, დელფინ ერნოტთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის უმძიმესი მდგომარეობა - საზმაუსის ხელმძღვანელობის ბოლო გადაწყვწტილებები: გადაცემების დახურვა, თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით დევნა და გათავისუფლება, ანტიევროპული ნარატივი, რაც EBU-ს სტატუსით დადგენილ დამოუკიდებლობის პრინციპს ეწინააღმდეგება.
🔹 შეხვედრისას დელფინ ერნოტს გადავეცი საზმაუს თანამშრომლების მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელშიც დეტალურადაა ასახული ყველა დარღვევა.