ოპოზიცია: სინდისის პატიმრები უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ
ოპოზიციის შეფასებით, სინდისის პატიმრების გათავისუფლება არ უნდა იყოს დაკავშირებული არც მონანიებასთან და არც რაიმე წინაპირობასთან. მათი თქმით, "ოცნების" ხელისუფლების მხრიდან ერთადერთი სწორი და სამართლებრივი გზა არის პატიმრების უპირობო გათავისუფლება, რაც ხელს შეუწყობს როგორც პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას, ისე საზოგადოებაში არსებული დაძაბულობის შემცირებას.
სჭირდებათ, რომ საზოგადოების წინაშე როდესაც ეს ადამიანები გამოჩნდნენ, გაიცნეს და ყველა იმსახურებს საზოგადოების პატივისცემას, თითოეული მათგანი, აჩვენონ, რომ თუ მოახერხეს, როგორმე გატეხონ რომელიმე მათგანი და აი, თხოვნის როლიდან აყურებინონ საზოგადოებას. ვიცნობ ამ საქმეებს, ვიცნობ მათ ისტორიებს, ვესაუბრები ამ ხალხს და მათ ისეთი სიმყარე აქვთ, რომ არავინ აპირებს ასეთ მანიპულაციას წამოეგოს. და, თუ ყაველაშვილს უნდა, რაიმე დავალება შეასრულოს, ამისთვის რაიმე წინაპირობები მათ არ სჭირდებათ, ისედაც შეუძლიათ ამ წინაპირობების გარეშე. სააპელეციო სასამართლოები იწყება მომდევნო კვირას და სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება და დაასრულოს ამ მძევლების დატყვევების პროცესი. ეს არის ყველაზე სწორი და სამართლებრივი გზა, - ამბობს ეკა ბესელია.
შეწყალების თემაზე საუბრობს ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი, თეონა აქუბარდია, რომელიც არ გამორიცხავს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური ფაქტორებით იყოს განპირობებული
რა თქმა უნდა, ყაველაშვილს შეუძლია, შეიწყალოს სინდისის პატიმრები მათი მოთხოვნის გარეშეც, რაც მოხდა კიდეც "ლელოს" ლიდერეიბს შემთხვევაში წინასაარჩევნოდ, თვითმმართელობის არჩევნებამდე, თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ შეწყალებას ადგილი ექნება პოლიტიკური ფაქტორის გარეშე და ეს პოლიტიკური ფაქტორი არის მათივე ამომრჩევლის კუთხით სინდისის პატიმრებთან დაკავშირებით მათი დამოკიდებულება და მეორე არის პროტესტის მუხტის ჩაცხრობა. თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის შეწყალება და სინდისის პატიმრების გათავისუფლება იქნებოდა წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ამ პოლიტიკური ჩიხიდან ქვეყანა გამოვიდეს, - ამბობს თეონა აქუბარდია.
სინდისის პატიმრების პოზიციასა და მათ დამოკიდებულებაზე საუბრობს გიორგი ბოტკოველი, რომლის თქმითაც, პატიმრები ბრალის აღიარებას არ აპირებენ.
მათ იციან თოთოეული იმ პატრიორი ადამიანია პოზიცია, რომელიც დღეს საპყრობილეშია გამოკეტილი, რომ ისინი არიან მართლები და ისინი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო სხედან ციხეში დღეს, რომ ისინი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. არცერთი ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, აღიარებას არ აპირებს იმის, რაც ნამდვილად არ ჩაუდენია, - ამბობს გიორგი ბოტკოველი.
ყაველაშვილის ადმინისტრაცია შეწყალების სიაზე მუშაობას ასრულებს და არსებული ინფორმაციით, ორშაბათს დილით შეწყალებულთა გვარები პენიტენციურ დაწესებულებებს გადაეგზავნება, რის შემდეგაც პატიმრები ციხეებს დატოვებენ. ამ ეტაპზე უცნობია, ვის შეეხება შეწყალება. გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ შიგნით განიხილებოდა სინდისის პატიმრების ნაწილის შეწყალება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ დადასტურებულა.
ივანიშვილის გუნდში აცხადებენ, რომ კონკრეტულ სიაზე ინფორმაცია არ აქვთ და აღნიშნავენ, რომ შეწყალებას, მათი შეფასებით, წინ უნდა უძღოდეს „მონანიება“.