შეწყალების აქტამდე საათები რჩება - ვის გაუღებს ციხის კარს მიხეილ ყაველაშვილი?
ვის გაუღებს ნათლისღების დღესასწაულზე ციხის კარს მიხეილ ყაველაშვილი? - არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილების გამოცემამდე საათებია დარჩენილი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ვის შეეხება შეწყალება.
შეწყალების შესაძლო აქტს პოლიტიკურ კონტექსტშიც აკვირდებიან. ყველას აინტერესებს, მოხვდებიან თუ არა შესაწყალებელთა სიაში სინდისის პატმრები.
ამ ფონზე, დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ საჯარო განცხადებით მიმართა ხელისუფლებას და მოუწოდა, ციხეებიდან ახალგაზრდები უპირობოდ გაათავისუფლონ. მისი თქმით, უდანაშაულო პატიმრებით სავსე საპატიმროები საერთაშორისო კრიტიკის გაგრძელებას იწვევს.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.