საკონსტიტუციო „რუსული კანონის" განხილვას არ იწყებს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ამ დრომდე ვერ გადაწყვიტა, დაიწყებს თუ არა განხილვას ე.წ. „რუსული კანონის“ კონსტიტუციურობაზე. აღნიშნული ნორმის გაუქმების მოთხოვნა სასამართლოს ჯერ კიდევ იმ პერიოდში წარედგინა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო.
საკონსტიტუციო სასამართლოში ასევე შესულია 120-ზე მეტი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის ერთობლივი სარჩელი, თუმცა არც „რუსული კანონის“ და არც სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებული კანონმდებლობის განხილვა ამ ეტაპზე არ დაწყებულა.
ამავე დროს, სასამართლომ განიხილა და გააუქმა ნორმა, რომელიც მამების დეკრეტულ შვებულებას ეხებოდა - საკითხი, რომელიც მანამდე უკვე გაუქმებული ჰქონდა პარლამენტს.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.