რუსთავის ციხესთან მზია ამაღლობელის ძმა მივიდა
რუსთავის ციხესთან, სადაც ტყვეობაში მყოფი ქალი ჟურნალისტი, მზია ამაღლობელია მოთავსებული, მედიამენეჯერის ძმა მივიდა.
მალხაზ ამაღლობელს დის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
ავტომობილზე კი, რომლითაც მალხაზ ამაღლობელი ციხეთა სისტემასთან გამოჩნდა აკვრია სტიკერი წარწერით: "თავისუფლება მზია ამაღლობელს", "თავისუფლება პოლიტპატიმრებს".
ცნობისთვის, 11 საათზე მეტია, მსჯავრდებულები და მათი ოჯახის წევრები "ქართული ოცნების" ვერდიქტს ელოდებიან.
დღე თითქმის დასრულდა, მაგრამ შეწყალების აქტი ჯერ ისევ არ გამოქვეყნებულა.