სასამართლოზე მაინც ვნახავ ჩემს შვილს - გიორგი ტერიშვილის დედა
აღარაფრის მოლოდინი აღარ გვაქვს,- სინდისის პატიმრის, გიორგი ტერიშვილის დედამ გლდანის ციხის ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
მარინა ტერიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიდის, სადაც სინდისის პატიმრების სხდომას დაესწრო.
წუხელ მე აქიდან წავედი გამთენიის 03:30 -საათზე. დღეს დილით ისევ მოვედით, მიუხედავად იმისა, რომ არაფრის მოლოდინი არ გვაქვს. სასამართლოა ჩანიშნული დღეს 12 საათზე, წავალთ ალბათ და იქ მაინც ვნახავ ჩემს შვილს. სირცხვილი ამათ! თავიდანვე ტყუილებით არიან მოსული [ხელისუფლებაში] და თავიანთ ცხოვრებასაც ასე ტყუილით დაამთავრებენ. ჩვენ კი წელიწადზე მეტია, ვუძლებთ და კიდევ გავუძლებთ “, - აღნიშნავს მარინა ტერიშვილი.
ცნობისთვის, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 159 პირი შეიწყალა. იყო მოლოდინი, რომ შეწყალება შესაძლოა, შეხებოდათ აქციების დროს დაკავებულ პირებს, რის გამოც, როგორც რუსთავის, ასევე გლდანის ციხესთან მსჯავრდებულების ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები მივიდნენ, თუმცა ამ დრომდე უცნობია იმ პირთა ვინაობა, ვინ შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა.
ფოტო: მარიამ ნიკურაძე